ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი” საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი” საერთაშორისო კინოფესტივალზე Underhill Fest საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ფილმის გადაღება 2014 წელს დაიწყო და ის ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს – რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩქაროსნულმა მატარებელმა ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

“გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ჰანს რობერტ ეიზენჰაუერია.
,,დარწმუნებულები ვართ, რომ “გვირაბი” მომავალი თაობებისთვის ღირებული ისტორიული მასალა იქნება, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი თხრობის სტილით 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ხსნის”. – ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.


Print