მუზეუმები სტუმრების გარეშე და ფინანსური დანაკარგები
დაკარგული ათასობით ლარი და 4 000-მდე ვიზიტორი. ასეთია ზარალი ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის. კორონავირუსის პანდემიის დროს საკმაოდ დიდი ფინანსური დანაკარგები მიიღო ქვეყნის მასშტაბით ყველა მუზეუმმა.

აქტიური სეზონის პერიოდში ყველა კარი ამ დრომდე ისევ დაკეტილია და ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შეძლებს დამთვალიერებლების მიღებას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2020 წელზე იმედებს ვეღარ ამყარებს და მომავალი წლისთვის ემზადება.
Print