100 ლარიანი ვაუჩერი ბორჯომში გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცა (R)
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ეხმარება. 100 ლარიან ვაუჩერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 327 ოჯახი მიიღებს. მათ შეეძლებათ ბორჯომში, საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენა.

კომპანიას, ოჯახების შერჩევის პროცესში დაეხმარა ბორჯომის მუნიციპალიტეტი. ბორჯომის მერია, ვაუჩერების დარიგებას, რეკომენდაციების გათვალისწინებით გააგრძელებს. მოწყვლადი ჯგუფების დახმარება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაა. კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო.
Print