კოვიდი დღეს
აცრილი და აუცრელი მოსახლეობა ბორჯომის მაღალმთიან ზონაში
ბალანთა ტაბაწყურის თემში შემავალი სოფელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1860 მ სიმაღლეზე. ბორჯომიდან კი 70 კმ-ით არის დაშორებული. ბორჯომის ყველაზე მაღალმთიან ზონაში დაახლოებით 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათგან რამდენია კოვიდვაქცინირებული, ზუსტი მონაცემი არ არსებობს, რადგან ვაქცინაციისთვის ზოგი ბორჯომის სამედიცინო ცენტრს მიმართავდა, ზოგი კი ახალციხესა და ახალაქალაქს.






ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მაღალმთიან ზონაში, საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა. კოვიდ 19-ის და სხვა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციის, მედიკამენტების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივებს, ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ესაუბრა. უპასუხა მათ შეკითხვებს.


Print