კოვიდი დღეს
რატომ არის მნიშვნელოვანი შშმ პირების კოვიდვაქცინაცია
2022 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 873 069 აცრა, მათგან რამდენი შშმ პირია საქართველოში ვაქცინირებული, ამის შესახებ მონაცემები, ოფიცალურ წყაროებზე დაყრდნობით არ არსებობს. ბორჯომში, შშმ პირებში ვაქცინაციის საკითხზე მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ნაწილს, ვაქცინის მიმართ შიში აქვს და თავს იკავებს, ნაწილი კი აცრას ამჯობინებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი შშმ პირების ვაქცინაცია, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომ თავი დაიზღვიონ ვირუსის შემდგომი გართულებებისგან. რისგან გვიცავს ვაქცინა და რა დადებითი ეფექტი აქვს მას, ამის შესახებ შშმ პირებს, მათ მშობლებს, ბორჯომში მოწვეულმა სპიკერმა, ექიმმა ეპიდემიოლოგმა მაია შიშნიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია.









Print