დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოებამ
მაქსიმალურად უნდა დაიცვას სოციალური დისტანცირება,
პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ
შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი
გადარჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საღამოს 21:00
საათიდან დილის 06:00 საათამდე ტაძარში მრევლის დარჩენა ვირუსის
გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. შესაბამისად, მინისტრი
საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ჯადაცვის სამინისტროში აღნიშავენ, რომ დღეიდან ამოქმედდა აპლიკაცია
STOP COVID, რომელიც კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით,
ვირუსის გავრცელების შეკავების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30-ით
გაიზარდა და 336 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსისგან 71 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.