ჯანდაცვა
ბორჯომში თვითიზოლაციაში 27 პირი იმყოფება

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა  713-ია.

ყველაზე მეტი, 337  ადამიანი, თვითიზოლაციაში,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია.

რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში,  თვითიზოლაციაში მყოფი პირების სტატისტიკა,  26 მარტის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

ბორჯომი  - 27

ასპინძა - 37

ნინოწმინდა 185

ახალციხე - 118

ახალქალაქი - 337

ადიგენი - 9

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

რეგიონში 5 საკარანტინე სივრცე მოქმედებს.

Print