ჯანდაცვა
ბაკურიანის საკარანტინე სივრციდან მოქალაქე გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ბაკურიანიდან, ერთ-ერთი საკარანტინე ზონიდან მოქალაქე გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ახალგაზრდა კაცს გუშინ ტემპერატურა დაუფიქსირდა. ის რამდენიმე დღეა ბაკურიანში, კარანტინში იმყოფება. სავარაუდოდ საქართველოში ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა და მაშინვე ბაკურიანში იქნა გადაყვანილი.

ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ.
Print