ჯანდაცვა
"ჯეო-ჰოსპიტალსი" მომსახურების განსაკუთრებულ ფორმატზე გადადის
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კლინიკების ქსელის ამბულატორიები მომსახურების განსაკუთრებულ ფორმატზე გადადის.  ახალი წესები იმოქმედებს ბორჯომის სამედიცინო ცენტრშიც.
▪ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სატელეფონო კონსულტაციები, როგორც პირად ექიმთან, ასევე პედიატრთან;

▪ პაციენტებთან პირველადი კომუნიკაცია განხორციელდება დისტანციურად ,,ჯეო
ჰოსპიტალს“-ის ცხელი ხაზის მეშვეობით;

▪ ცხელი ხაზის ოპერატორთან კომუნიკაციის შემდეგ მოხდება ოჯახის ექიმთან გადამისამართება;

▪ ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს კლინიკაში ვიზიტის აუცილებლობას;

▪ მაქსიმალურად განისაზღვრება მაღალი რისკ ჯგუფის პაციენტების მოსვლა კლინიკაში და უზრუნველვყოფთ მათ დისტანციურ მომსახურებას;

▪ გთხოვთ დარჩით სახლში და საჭიროების შემთხვევაში პირველ რიგში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 0322 505 222

▪ ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ამბულატორიული ცენტრების სამუშაო საათებია: 09:30-17:00



მომსახურების სქემა

XX


Print