ახალი ამბები
ბაკურიანში მესამე საკარანტინე ზონა მოეწყო
ბაკურიანში მესამე საკარანტინე ზონა სასტუმრო „კრისტალში“ მოეწყო. ამ დროისთვის დაბაში 3 საკარანტინე ზონა მოქმედებს.
23 მარტის 17:00 საათის მონაცემებით, სულ სამივე სასტუმროში 268 ადამიანია მოთავსებული. "კრისტალში" 52 პირი შეიყვანეს.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი.

Print