ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში 722 ადამიანია თვითიზოლაციაში
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა. რეგიონში სულ 722 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, სამცხე-ჯავახეთის ექვსი ქალაქიდან ყველაზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაში ახალქალაქში იმყოფება.

ტელეკომპანია "ბორჯომმა" რაოდენობა ექვსივე მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადაამოწმა:

ბორჯომი: - 34 პირი
ახალციხე - 119 პირი
ასპინძა - 51 პირი
ადიგენი - 10 პირი
ახალქალაქი - 325 პირი
ნინოწმინდა 183 პირი

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, სამცხე-ჯავახეთს დღეიდან 3 ახალი ზონა დაემატა და რეგიონში ამჟამად 4 საკარანტინო სივრცეა, სადაც მოქალაქეები სავალდებულო საინკუბაციო პერიოდს გადიან. რეგიონში, აბასთუმნის შემდეგ, ორი საკარანტინო ზონა ბაკურიანში, ხოლო ერთი საკარანტინო სივრცე ახალციხეში დაემატა.
Print