ახალი ამბები
მარნეულში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის „ჯეო-ჯოსპიტალის“ კლინიკაში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუფიქსირადა.
ამის შესახებ ინფორმაცა რადიო „მარნეულს“ ამავე სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ დაუდასტურა და თქვა, რომ ამ წუთებში საავადმყოფოში სადენზინფექციო სამუშაოები ტარდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ეპიდემიოლოგების მოსვლას ელოდებიან.

სწორედ თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები მიიღებენ გადაწყვეტლებას პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად.

შენგელაიას თქმით, თავიანთი მედ პერსონალი შესაბამისი ეკიპირებით იყო აღჭურვილი. 

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე ტელეკომპანია "მარნეულთან" აცხადებს, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება საზღვრის კვეთას, მას კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ამ წუთებში ელოდებიან მარნეულში ეპიდემიოლოგებს, რომლებიც დაადგენენ აღნიშნული პაციენტის კონტაქტებს,თავად პაციენტს კი თბილისში გადაიყვანენ.
Print