ახალი ამბები
54-მდე გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 2956 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 291 პირი.

54 ადამიანიდან 3 გამოჯანმრთელებულია.
Print