ჯანდაცვა
ასპინძიდან თბილისში გადაყვანილ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ასპინძიდან თბილისში გადაყვანილი პაციენტის კვლევის შედეგი ცნობილია. მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს", ასპინძის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერმა მზია პაპაშვილმა დაუდასტურა.

"პასუხი ნეგატიურია. მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა" - მზია პაპაშვილი.

შეგახსენებთ, მოქალაქე ასპინძიდან თბილისში 18 მარტს გადაიყვანეს.
Print