ახალი ამბები
აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან ორი მოქალაქე გაეწერა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან დღეს ორი მოქალაქე გაეწერა. ცენტრის მენეჯერის კახა ბერიძის ინფორმაციით, ორივე მათგანმა გაიარა 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი და შესაბამისად დატოვეს ცენტრი.
ტელეკომპანია "ბორჯომთან" კახა ბერიძემ განაცხადა, რომ ამჟამად ფილტვის ცენტრში 17 მოქალაქე რჩება, რომლებიც საინკუბაციო პერიოდს გადიან და თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში, 11:00 საათის მონაცემებით 143 პირი იმყოფება. რეგიონში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
Print