ჯანდაცვა
ბორჯომში თვითიზოლაციაში 22 პირი იმყოფება
ბორჯომში, დღეს, 18 მარტის, 11:00 საათის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 22 პირი იმყოფება. გუშინდელთან შედარებით მათი რაოდენობა 11-ით გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

რაც შეეხება დაინფიცირების შემთხვევას, ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანილი ორი შემთხვევიდან, კორონავირუსი მათ არ დაუდასტურდათ.

დღეს, 11:00 საათის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 143 პირი იმყოფება სამცხე-ჯავახეთში.

ბორჯომი - 22 პირი
ახალციხე - 54 პირი
ასპინძა - 25 პირი
ახალქალაქი - 23 პირი
ნინოწმინდა - 14 პირი
ადიგენი - 5 პირი


Print