ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტიდან 31 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით, რამაც შეიძლება მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.

კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216 პირი.

ინფორმაციისთვის, 40 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.
Print