ახალი ამბები
ასპინძიდან მოქალაქე თბილისში ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს
დღეს, 18 მარტს, ასპინძიდან ერთი მოქალაქე თბილისში, ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს", ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. ცენტრის დირექტორის მზია პაპაშვილის თქმით, აღნიშნული პირი ადგილობრივია, არ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, იყო საკუთარ სახლში და ვირუსის სავარაუდო ნიშნებით თავად მიმართა მედპერსონალს.

"დიახ, დღეს მოხდა ერთი მოქალაქის გადაყვანა. თავად მოგვმართა და თბილისში, ინფექციურ განყოფილებაში  გადაიყვანეს ვირუსის სავარაუდო ნიშნების გამო. ჯერ-ჯერობით დადასტურებული არაფერი არ არის" - მზია პაპაშვილი.


ამჟამად, სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 120 ადამიანი იმყოფება. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კი 19 პირია მოთავსებული.
Print