ახალი ამბები
თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში, დღეს, 18 მარტს, 11:00 საათის მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი 120-ს შეადგენს. გუშინდელთან შედარებით რაოდენობა 70-ით გაიზარდა. უცვლელია, ბორჯომში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებში მაჩვენებელი გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

ბორჯომი - 11 პირი
ახალციხე - 47 პირი
ასპინძა - 22 პირი
ნინოწმინდა 14 პირი
ახალქალაქი 21 პირი
ადიგენი 5 პირი

რაც შეეხება საკარანტინო ზონას, აბასთუმანში ფილტვის ცენტრში ამჟამად 17 ადამიანია მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის ნინო ზედგინიძის ინფორმაციით, ამჟამად კორონავირუსის შემთხვევა რეგიონში არ დაფიქსირებულა



Print