ახალი ამბები
ბორჯომში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
17 მარტის, 11:30 საათის მონაცემებით, ბორჯომში, 11 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. რაც შეეხება მონაცემებს რეგიონის მასშტაბით. სამცხე-ჯავახეთში მათი რაოდენობა 50-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის ნინო ზედგინიძის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:

ბორჯომი - 11 პირი
ახალციხე - 23 პირი
ადიგენი - 3 პირი
ნინოწმინდა - 4 პირი
ასპინძა - 9 პირი

შეგახსენებთ, ეს მონაცემები არის 17 მარტის 11:30 საათის მონაცემების მიხედვით. რაც შეეხება კარანტინში მყოფ პირებს. აბასთუმაში, ფილტვის ცენტრში ამჟამად, 17 პირია მოთავსებული.
Print