ჯანდაცვა
აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო
აშშ-ში დაიწყო.კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, კლინიკური ტესტირება, ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც მთავრობასთანაა დაკავშირებული, ტესტირების პირველი მონაწილე ექსპერიმენტულ ვაქცინას დღეს მიიღებს. ტესტირება, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსებით, სიეტლიში, ვაშინგტონის შტატის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ტარდება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ტესტირება ერთი წლიდან, 18 თვემდე გასტანს, ვიდრე ვაქცინა სრულყოფილ შემოწმებას გაივლის.
ტესტირება დაიწყება 45 წლის ჯანმრთელ, ახალგაზრდა მოხალისეზე. პირველი ტესტირების მიზანია დადგინდეს, რომ ვაქცინა არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. ამის შემდეგ მასზე უფრო ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყება.
COVID-19, მსოფლიო მასშტაბით კვლავ ვრცელდება და მკვლევართა ათობით ჯგუფი ცდილობს მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ისინი სხვადასხვა ტიპის ვაქცინებზე მუშაობენ. კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობას ცხელება, მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვს. ზოგიერთ მათგანს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებს და მათ, ვისაც ჯანმრთელობის სხვა ტიპის პრობლემები აქვთ, შესაძლოა აგრესიული პნევმონია განუვითარდეთ.
მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსით 156 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 5 800-ზე მეტი კი დაიღუპა.
აშშ-ში, ამ დროისთვის, გარდაცვალების 50-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 49 შტატსა და კოლუმბიის ოლქში, ჯამში სულ 3 000-მდე ადამიანია ინფიცირებული.

Print