ჯანდაცვა
თურქეთში სომხეთში და აზერბაიჯანში დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა
თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტებიდან 7 ქვეყანაში ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდა, 3 აშშ-დან, 2 შემთხვევა კი მანამდე დაფიქსირებულ შემთხვევებთანაა დაკავშირებული
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში სომხეთში დარეგისტრირებულმა შემთხვევებმა 30-ს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანში ბოლო დღის მანძილზე კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში 18-ს მიაღწია.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აზერბაიჯანში 4 დღის წინ დაფიქსირდა.

Print