ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33-ე შემთხვევა დადასტურდა.
ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.
ცნობისთვის, ამ დრომდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენდა. შესაბამისად, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


Print