ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცეტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მან TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ეს შემთხვევაც დაკავშირებულია იტალიასთან.

მისი თქმით, დღეს 39 ნიმუშიდან კორონავირუსი მხოლოდ 1-ზე დადასტურდა. როგორც გამყრელიძემ თქვა სხვა ნიმუშების კვლევები კიდევ მიმდინარეობს.

ქვეყანაში, კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.
Print