ჯანდაცვა
ჩინეთმა საქართველოს $420 000 ღირებულების კორონავირუსის სწრაფი ტესტი აჩუქა
ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ჩინურმა მხარემ,  საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. კერძოდ, საქართველოს გადაეცემა დაახლოებით $420 ათასის ღირებულების 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტი შესაბამისი აღჭურვილობით. მათივე ცნობით, ტესტი, ასევე, გამოიყენება სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენადაც.

განცხადებაში წერია, რომ საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.



წყარო:on.ge
Print