ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 23-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.

ცნობისთვის, ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა იყო დადასტურებული. შესაბამისად, შემთხვევების რიცხვი 8-ით არის გაზრდილი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პოსტვ-ის ეთერში განმარტა, რომ ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი არის კაცი, რომელიც დღეს შევიდა მათთან:

"მას ჰქონდა კონტაქტი უკვე ინფიცირებულ პირთან და თვითონვე ვარაუდობს რომ ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა მასთან, რაღაც სამუშაო შეასრულა, აიღო თანხა და ამ ფულით შეიძლება, მოხდა ინფიცირება. ინფიცირებულთა შორის ხუთი ადამიანი იყო იტალიაში. მათთან ერთად იტალიაში ნამყიფ ახალგაზრდა ქალს ერთი კვირის წინ დაუდასტურდა ვირუსი".

 

Print