ჯანდაცვა
ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

"ჯამში 466 შესაძლო შემთხვევა იყო, რომელიც საჭიროებდა კვლევას. აქედან კი კორონავირუსის დადასტურებელი ოდენობა არის კვლავ 15. მათგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 ესპანეთს, 7 იტალიას, ხოლო 5 იტალიაში მოგაზურებთან კონტაქტს“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მედპერსონალს დაუღალავი შრომისთვის მადლობაც გადაუხადა.

“ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, ვინც დაუღალავათ, 2 თვეა 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რომ სიტუაცია იყოს ქვეყანაში კონტროლირებადი და პირდაპირ გეტყვით, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია“, - განაცხადა გამყრელიძემ.


Print