ახალი ამბები
ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან კორონავირუსის სიმპტომებით ერთი პაციენტი გადაიყვანეს
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში პაციენტი, კორონავირუსის სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს. პაციენტი ბორჯომში ბაკურიანიდან გადმოიყვანეს. ახალგაზრდა ქალი იტალიიდან 18 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერეტურის მატება კი ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის, ირაკლი დიასამიძის განცხადებით, 30 წლამდე ქალი ბორჯომიდან გუშინვე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა.


Print