ჯანდაცვა
კორონავირუსი შეიძლება გრიპის მსგავსი სეზონური დაავადება გახდეს

კაცობრიობა ვერ შეძლებს COVID-19– ის სრულად  დამარცხებას, მისი ეპიდემიები დროდადრო წარმოიქმნება გრიპის ანალოგიური ინფიცირების სახით და მოსახლეობაში  სეზონურად გამოვლინდება, ისევე როგორც გრიპი. -აცხადებს ვირუსოლოგი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგეი ნეტესოვი.

ახალი კორნავირუსი შეიძლება გახდეს კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრი, პათოგენი ყოველწლიურად იმოქმედებს მოსახლეობის ისეთ ყველაზე მგრძნობიარე ნაწილზე, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკულად დაავადებული და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები. მომავალში, რეგულარული ვაქცინაცია შეიძლება დასჭირდეს მთელ კაცობრიობას. თუმცა პრეპარატის შექმნა სავარაუდუდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა ვანგ ჩენმა, იგი აცხადებს, რომ ახალ კორონა ვირუსს გააჩნია ინკუბაციის ხანგრძლივი პერიოდი (27 დღემდე) გავრცელების მაღალი თვისებები და შეუძლია დიდხანს დარჩეს ადამიანის ორგანიზმში აქედან გამომდინარე არსებობს ალბათობა, რომ ვირუსის საბოლოოდ დამარცხება ვერ მოხერხდეს და COVID-19  კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრი გახდეს.

 

Print