Error
ახალი ამბები
კორონავირუსზე გამოვკლევის ჩატარება აბასთუმნის ფილტვის ცენტრშიც იქნება შესაძლებელი
პირებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, გამოკვლევები შესაძლოა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ჩაუტარდეთ. შესაბამისი დირექტივა დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიიღო. სამედიცინო დაწესებულების დირექტორი "მეცხრე არხთან" ამბობს, რომ საჭიროების მიხედვით მზად არიან, პაციენტები მიიღონ. ცენტრს შესაბამისი აღჭურვილობა და ბოქსირებული პალატები გააჩნია.

„ჩვენ გვაქვს ამ სიტუაციისთვის მზადყოფნის მითითება, ჯერ ორგანიზაციულად ვემზადებით. იქნება, არ იქნება თუ როდის იქნება - ამას ვერ გეტყვით. მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური და პროფესიული ძალების მობილიზება ხდება. ჩვენი ცენტრი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ცენტრი და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესაა. ვფიქრობთ, რომ ყველაფერს საჭიროების მიხედვით გავაკეთებთ, თუ დადგა ამის აუცილებლობა“ - აცხადებს რევაზ ჟღენტი.

როდის მიიღეს სამინისტროდან დირექტივა - ფილტვის ცენტრის ხელმძღვანელი ამ დეტალებზე არ საუბრობს.

ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ შეისწავლეს საქართველოში არსებული ყველა სამედიცინო დაწესებულების რესურსი.

"ყველა კლინიკასთან გვქონდა საუბარი, შესაძლებლობების მოკვლევა მოხდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველა რესურსი გამოვიყენოთ. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რისი საშუალება აქვს" - ამბობენ პრესსამსახურში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია. ამირან გამყრელიძის თქმით, სწორედ ამიტომ ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.
Print