ახალი ამბები
"ერთი შეკვრა გახდა 100 ლარი, აქამდე ღირდა ხუთი ლარი" - ფარმაცევტი პირბადეებზე
ბორჯომის სააფთიაქო ქსელებში პირბადეების დეფიციტია. ვირუსისგან დამცავი საშუალება ბოლო დღეებში ყველაზე მოთხოვნადი გახდა. შეიცვალა როგორც საცალო, ასევე მთლიანი შეფუთვის ღირებულებაც. ფასებმა, იმპორტიორების მხრიდან და შემდგომში უკვე ფარმაცევტულ კომპანიებში საკმაოდ მოიმატა. სავარაუდო მიზეზი, კორონავირუსია, რომლის შემთხვევაც საქართველოში ჯერ-ჯერობით დაფიქსირებული არ არის, თუმცა გავრცელებულია სხვადასხვა ქვეყანაში. როდის განახლდება პირბადეების მარაგი აფთიაქებში, ამ ეტაპზე უცნობია.
Print