ჯანდაცვა
იტალიის 10 ქალაქი იზოლირებულია - კორონავირუსის საფრთხე
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა.

იზოლირებული ქალაქები : კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა და ფომბიო.

აღნიშნულ ქალაქებში დხურულია სკოლები, ბაღები, მარკეტები, სპორტ დარბაზები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 62-მდე გაიზარდა.
Print