ჯანდაცვა
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ისრაელში
ისრაელში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი საკრუიზო გემ Diamond Princess-ის მგზავრებიდან ერთ-ერთს აღმოაჩნდა, რომელთა ევაკუაციაც ისრაელმა იაპონიიდან განახორციელა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს COVID-19 ვირუსის პირველი შემთხვევაა ქვეყანაში.

„პაციენტი კარანტინში იმყოფება. ის კორონავირუსით ქვეყანაში არ დაინფიცირებულა“,-აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერზე, რომელიც ტოკიოსთან იყო გაჩერებული ისრაელის 15 მოქალაქე იმყოფებოდა. 4 მათგანი იაპონიაში დარჩა, მას შემდეგ რაც ვირუსი დაუდგინდათ.

11 პირის ევაკუაცია კი ისრაელში განხორციელდა. მედიის ცნობით, თვითმფრინავი თავდაპირველად თბილისში, საწვავის ავსებისთვის დაეშვა, ხოლო შემდეგ ისრაელისკენ გაემართა.
Print