ახალი ამბები
როგორ გავარჩიოთ კორონავირუსი სხვა ვირუსებისგან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის
იმ სიმპტომებს ასახელებს, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება


კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია ძალიან ჰგავს გრიპს, მაგრამ გრიპისგან განსხვავებით, მას უეცარი დასაწყისი არ ახასიათებს.
  • გრიპი, როგორც წესი უეცრად იწყება  - ხოლო, კორონავირუსი თანდათან

  • გრიპის დროს ხშირია თავის ტივილი - კორონავირუსის დროს  თავის ტკივილი შედარებით იშვიათია 

  • ასევე გრიპის დროს შესაძლოა იყოს  დიარეა - კორონავირუსის დროს დიარეა  იშვიათია

  • კორონავირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა - რაც ე.წ. გრიპისმაგვარ დაავადებებს არ ახასიათებს

  • კორონავირუსის დროს შესაძლოა იყოს ხველა, კუნთების  ტკივილი, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის შეგრძნება

  • ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია სუნთქვის გაძნელება - ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ და ექიმებმაც რაც გამოიხატება სუნთქვის გახშირებით, ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის პროცესში დამხმარე კუნთების მონაწილეობით, ნესტოების შებერვით.

Print