ახალი ამბები
ექიმები უჰანში - ფოტოები "ჩაკეტილი" ქალაქიდან
ფოტოები გადაღებულია ჩინეთის ქალაქ უხანში. 11 მილიონიან ქალაქში კორონავირუსი პირველად დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა, რის შემდეგაც ქალაქი "ჩაიკეტა"

ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 170-ზე მეტი ადამიანი, ათასობით ინფიცირებული პაციენტი კი დღემდე გადარჩენისთვის იბრძვის

უხანში მოქალაქეების სიცოცხლის შესანარჩუნებლად ასობით ექიმი იბრძვის.

მძიმე რეალობა, რომელშიც უხანელ ექიმებს უწევთ მუშაობა კი აი, ასეთია:








ექთნები ერთმანეთს თმების შეჭრასა და გვერდების აპარსვაში ეხმარებიან, რათა კორონავირუსისსგან დასაცავად სპეციალური მოწყობილობა კომფორტულად ატარონ










საგანგებოდ მათთვის განკუთვნილი კოსტიუმის ჩაცმის შემდეგ, ზედ სახელებს იწერენ, რათა ერთმანეთის იდენტიფიცირება მარტივად მოახერხონ








ზეგანაკვეთური შრომის შემდეგ დაღლილი ექიმები იძინებენ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია — სკამზე, მანქანაში და საავადმყოფოს იატაკზეც კი








წყარო: on.ge
Print