ახალი ამბები
ჩინეთის 9 მოქალაქე ვირუსის სიმპტომებით გუდაურიდან თბილისში გადაჰყავთ
გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია. 9-ვე მათგანს ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ.


ჩინეთის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.

ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდნენ.

„ვინაიდან ისინი ჩინეთიდან არიან, გადაწყდა, რომ მთელი ჯგუფი გადმოვიყვანოთ ინფექციურ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს დეტალური გამოკვლევა“, - განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.

აღსანიშნავია, რომ 16:00 საათზე, ჩინეთის მოქალაქეების საკითხზე კლინიკის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განცხადებას გააკეთებენ.
Print