ახალი ამბები
გურჯაანში ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს ვირუსზე მკურნალობენ
სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვს. მას ტემპერატურა აღენიშნება. მკურნალობა ოჯახის ექიმმა დაუნიშნა და პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობს.

ინფორმაციას  ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს. მოხდა თუ არა აეროპორტში ახალგაზრდა ქალის კორონავირუსზე შემოწმება უცნობია. ოჯახის ექიმის ინფორმაციით პაციენტს მწვავე რესპირატორული ინფექცია აქვს. პაციენტს მკურნალობა გუშინ დაუნიშნეს და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ქალი საქართველოში 16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოვიდა.

Print