ახალი ამბები
რომელ მედიკამენტებს შეიძენთ ერთ ლარად - მედიკამენტების სია
ექვსი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატების შეძენას სოციალური ჯგუფები 1 ლარად შეძლებენ. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, პარკინსონის, ფილტვის, ეპილეფსიის დროს გამოიყენება.

ვინ არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე?

• პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000;
• მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი;
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები).
• პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები;
• ეპილეფსიით დაავედებული საქართველოს მოქალაქეები







Print