ახალი ამბები
დიმედროლი, იბუპროფენი - მედიკამენტების ახალი სია, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა
ჯანდაცვის სამინისტრომ რეფენტული ფასი, დამატებით 2000-ზე მეტ მედიკამენტზე დააწესა.

„ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ განახლების ბრძანებას ხელი უკვე მოეწერა, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 8 000-მდე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული.



ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩამონათვალში მოხვდა ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა: იბუპროფენი, ბისოპროლი, ტამიფლუ, ენაპი, დიფლუკანი, დიმედროლი, ავევექსონი და სხვა.



ცნობისთვის, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც ვრცელდება, როლებზეც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.



როგორც სამინისტროში აცხადებენ, წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად ფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.



ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს.




იხილეთ მედიკამენტების განახლებული სია
Print