ახალი ამბები
სიახლეები ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში
მიმდინარე წელი ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში  სიახლეებით დაიწყო, როგორც კლინიკაში ამბობენ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების და ახალი რეგულაციების შესაბამისად "ჯეო ჰოსპიტალსის"  მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ინფრასტრუქტურულ სიახლეებთან ერთად სამედიცინო სერვისების გაძლიერება და ტექნოლოგიური გადაიარაღება მოხდა. კლინიკის ყველა პროფილური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

ცენტრში მოქმედი ლაბორატორიული სამსახური აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა ყველა ტიპის კვლევა ადგილზე იყოს ხელმისაწვდომი.

ანგიოლოგიური პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მოწვეულ ანგიოქირურგთან ჩაიტარონ დოპლეროგრაფია, რომლის დროსაც ხდება ორგანოების სისხლძარღვების და სისხლის მიმოქცევის შეფასება.

მოწვეული კარდიოლოგი ატარებს 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორირებას, კარდიოექოსკოპიას. ადგილზე შეძლებთ გამოიკვლიოთ სასუნთქი გზების პრობლემების მიზეზი და ჩაიტაროთ სპირომეტრიული კვლევები. მოგემსახურებათ გამოცდილი რევმატოლოგი და დერმატოლოგი . ემერჯენსის სამსახური კი უწყვეტ რეჟიმში პაციენტის გადაუდებელი მომსახურების გაწევის საშუალებას იძლევა.








Print