საზოგადოება
ვისთვის არის გრიპის ვაქცინა უფასო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია გრძელდება. პროცესი 16 ოქტომბერს დაიწყო
გრიპის უფასო ვაქცინაცია მიზნობრივ ჯგუფებს შეეხებათ. ესენია როგორც ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები, ასევე რიგ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები
ვაქცინა შეგიძლიათ გაიკეთოთ როგორც ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ასევე, მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების ამბულატორიებში.
რაც შეეხება არამიზნობრივ ჯგუფებს, ამ ეტაპზე მათთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში, პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში

Print