ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, მარტში, 956 ბენეფიციარს გაუწია დახმარება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 241 093 ლარის დაფინანსება გასცა.

აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 956 ბენეფიციარს გაუწია.



☑️11 4568 ლარი, 168 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო.


☑️მედიკამენტების შესაძენად 124 ბენეფიციარი 15 853 ლარით დაფინანსდა.


☑️ონკოლოგიური დაავადებების მქონე 30 პაციენტი 24 781 ლარით დაფინანსდა.



სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.



ბორჯომის მუნიციპალიტეტში 23-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მხარდაჭერა.



(R)
Print