ჯანდაცვა
რომელ მედიკამენტებზე დაწესდა ფასის ზედა ზღვარი
ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი დამტკიცდა. 15 თებერვლიდან ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა აღარ შეეძლებათ.

ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

მედიკამენტების ჩამონათვალს გაეცანით ბმულზე:

https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

Print