ჯანდაცვა
ბორჯომში სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
ბორჯომში ახალი სამედიცინო დაწესებულება „მედიქალ ბორჯომი“ გაიხსნა. პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევენ სხვადასხვა პროფილის როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული სპეციალისტები.

კლინიკაში შესაძლებელია ელექტროკარდიოგრაფიის გადაღება, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჩატარება და 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი. აქვე კეთდება სრული ლაბორატორიული კვლევები.

„მედიქალ ბორჯომი“ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 10-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.

(R)


Print