ჯანდაცვა
შემოწმებული 127 კოვიდ კლინიკიდან დარღვევა 90 დაწესებულებაში გამოვლინდა
შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2021-2022 წლებში 127 კოვიდ კლინიკა შეამოწმა, საიდანაც 90 დაწესებულებაში დადგინდა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუციათ.

„ამასთან, განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 86 კლინიკასთან მიმართებით, რომელთაგან სამსახურის მიერ გაცემული მითითებები სრულად იქნა აღმოფხვრილი 28 კლინიკის მიერ, რომლის შედეგად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე განმეორებითი ინსპექტირება სამსახურმა განახორციელა 51 კლინიკაზე, რომელთაგან 20 კლინიკის მიერ სრულად იქნა შესრულებული გაცემული მითითებები“,- აღნიშნავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.
Print