ჯანდაცვა
ბორჯომის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია ჩატარდება
“ძალადობის მსხვერპლთა იურიდიული დახმარების საერთაშორისო ცენტრის",  შპს “ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრისა" და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობით, ბორჯომის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია გაიმართება.

ბორჯომის მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს “ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი”-ს პროფესიონალი მედიკოსები გაუწევენ:

ენდოკრინოლოგი-მანანა კობულაშვილი
ოფთალმოლოგი-მაგდა იაშვილი
უროლოგი-მერაბ კვიცარიძე
კარდიოლოგი-ვახტანგ კვერნაძე
ოჯახის ექიმი-ქეთევან ჯუღელი
ოჯახის ექიმი/პედიატრი-ეკა ხარაბაძე


უფასო კვლევების აქცია 25 ივნისს, ბორჯომში, სასტუმრო “ბორჯომი აისში” (მის: 9 აპრილის ქუჩა N1), 12:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება.

საკონტაქტო ტელეფონი: 598 38 27 60. ქრისტი

(R)

Print