ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 110 პირი აიცრა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 110 პირი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 აპრილის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 882 075 აცრა, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 365 974 ადამიანი, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 47.5%. სრულად ვაქცინირებულია 1 263 668 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 44.0%. „ბუსტერით“ აცრილია 249 019 პირი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 206 პირი, რაც 2.37%-ს შეადგენს, სრულად აცრილია 3 347 მოზარდი, 1.89%. 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 681 პირი, 15.64% მოზარდი, სრულად აცრილია 11 215 ადამიანი, 13.83%.
Print