ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 10 შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 729 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 272 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 956-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 792 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 59 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 18, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
Print