ჯანდაცვა
"ვფიქრობ, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს" - ამირან გამყრელიძე
ვფიქრობ, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, ვირუსის ცირკულაცია ძირითადად გადავა სეზონურ რეჟიმში, როდესაც ინფექცია წლის გარკვეულ პერიოდში გვექნება და დაგვჭირდება პრევენციული აცრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

"პანდემიის დასრულების გამოცხადების უფლებამოსილება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს. ისინი ფრთხილად უდგებიან ამ საკითხს, საუბრობენ, რომ დიახ, შესაძლებელია ეს წელს იყოს. ასევე მყარად საუბრობენ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულებულად მიიჩნიონ, თუმცა, ჯერ არ ჩქარობენ პანდემიის დასრულების გამოცხადებას. მე მაინც ვფიქრობ, რომ წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს. ვფიქრობ, ვირუსის ცირკულაცია ძირითადად გადავა სეზონურ ანუ ენდემურ რეჟიმში, როდესაც როგორც გრიპოზული ინფექცია, წლის გარკვეულ პერიოდში გვექნება და დაგვჭირდება პრევენციული აცრები, ისევე როგორც გრიპის საწინააღმდეგოდ გვჭირდება", - აღნიშნავს გამყრელიძე.
Print