ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში ინფიცირების 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 804 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 334 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 846-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 779 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი -17, შიდა ქართლი - 28, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

Print